ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 14 ქართველი იასპარეზებს
ფინურ ქალაქ ვანტააში დღეს სტარტს აიღებს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ასპარეზობები 12-15 სექტემბერს გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
66კგ – გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე,
81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი,
90კგ – ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური,
100კგ – ილია სულამანიძე,
+100კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი,
48კგ – ნატალია ყიფშიძე,
57კგ – ეთერ ლიპარტელიანი,
70კგ – მარიამ ჭანტურია,
78კგ – სალომე მაყიშვილი, სოფიო სომხიშვილი.
დღეს ქალები 48კგ,52კგ,57კგ. და კაცები 60კგ,66კგ. იასპარეზებენ.დასაწყისი საქარველოს დროით 12:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 17:30.