ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) შეაჩერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილება ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე.
„უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს ვლადიმერ პუტინის სტატუსის შეჩერების შესახებ საერთაშორისო საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის რანგში“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.
უფრო ადრე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა ყაზანში მსოფლიოს სერიის ეტაპის გაუქმების შესახებ.