ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ირანის ნაკრები ყველა ტურნირიდან მოხსნა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ირანის ნაკრები ყველა ტურნირიდან მოხსნა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ნაკრები მისი ეგიდით ჩატარებული ყველა ტურნირიდან მოკვეთა. ოფიციალურ წერილში, რომელიც თავად საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დაიდო, აღნიშნულია, რომ ირანის ძიუდოს ფედერაციამ დაარღვია წესდების რამდენიმე მუხლი.

დარღვეულ მუხლებში მოხვდა პოლიტიკური ნეიტრალობისა და უნივერსალობის პატივისცემა (1.1.2.), რელიგიური დისკრიმინაციის ყველა ფორმის უარყოფა (1.2.4) და შეხვედრების ჩაწყობა და მანიპულაცია (1.2.2).

აღნიშნულ საფუძველზე, საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ 2019 წლის 18 სექტემბრიდან, ირანის ძიუდოს ფედერაცია ყველა ტურნირიდან, ადმინისტრაციული და სოციალური აქტივობებიდან ჩამოაშოროს.

ირანის საერთაშორისო ფედერაცია უფლებამოსილია გადაწყვეტილება 21 დღის ვადაში, სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივროს.