ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და რადგან ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული გრან პრის გათამაშება ბოლო ტურნირი იყო, ძიუდოისტები ტოკიოში სწორედ ამ კლასიფიკაციით განითესებიან.

საქართველოს ნაკრებს შვიდ წონაში განთესილ რვა ძიუდოისტს შორის წარმომადგენელი მხოლოდ 81 კგ. წონით კატეგორიაში არ ჰყავს. ამ წონაში ახალგაზრდები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ჭიდაობენ.
წონების ლიდერთა შორის: ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (100 კგ.) ტრიალებენ, ხოლო მარგველაშვილი, ლიპარტელიანი და თუშიშვილი პირველ პოზიციებზე არიან.

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ ქართველ ძიუდოისტთა ვინაობა უახლოეს დღეებში დასახელდება. მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე ტოკიოში ჩატარდება.