ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა - სამ წონაში ქართველები ლიდერობენ #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ბუდაპეშტის მასტერსის შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
მამაკაცები:
60 კგ-ში გიორგი სარდალაშვილმა (4 983ქ) მეოთხედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, თემურ ნოზაძე (1 843) 28-ეა სიაში, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი (1 636) – 29-ე.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი (3 894) ორი ადგილით დაქვეითდა და მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებს, გიორგი თუთაშვილი (914) 47-ეა. ამ წონის ლიდერია დენის ვიერუ (მოლდოვა, 7 355).
73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი (5 332), რომელმაც ბუდაპეშტის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ოთხი ადგილით დაწინაურდა და რეიტინგის მესამე ნომერია. სიაში მეორე პოზიციას აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (5 708) იკავებს, სათავეში კი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტოა (5 630). ამავე წონაში გიორგი ტერაშვილი (2 587) მე-18-ეა.
81 კგ-ში წონას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს (ყველა წონაში საუკეთესო შედეგით) ტატო გრიგალაშვილი (9 625). რეიტინგში მეორე ადგილს ბუდაპეშტის მასტერსის ჩემპიონი მატიას კასე (ბელგია, 9 105) იკავებს, საეიდ მოლაეი (აზერბაიჯანი, 4 978) კი სიაში მესამეა.
90 კგ-შიც რეიტინგის სათავეში ქართველია – ლუკა მაისურაძე (7810). ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული ლაშა ბექაური (5 800) მეორე ადგილზე გადავიდა, ქართველების შემდეგ სიაში იაპონელი სანშირო მურაო (იაპონია, 5 530) და დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი, 5 398) მოდიან.
100კგ-ში ლიდერობა შეინარჩუნა ბუდაპეშტის მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორმა, ილია სულამანიძემ (6 938), მეორე ადგილზე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევია (5 735) . საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 229) სიაში მეთორმეტეა, ონისე სანებლიძე (2 000) – 30-ე.
+100კგ-ში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანმა გელა ზაალიშვილმა (3 206). გურამ თუშიშვილი (3 343) სიაში მე-12-ეა, საბა ინანეიშვილს (1 930) კი 24-ე პოზიცია უკავია.
ქალები:
57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი სამი პოზიციით დაწინაურდა (3 878) და რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილს (2785) კი მე-18 პოზიცია უკავია.