ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ბექაურის ტრიუმფს ეხმაურება - ახალი სახელი მსოფლიოს მწვერვალზე #1TVSPORT
„ლაშა ბექაურმა თავის ახალგაზრდობას ფრთები ტოკიოს ფინალში შეასხა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 21 წლის ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას:
„ეს გახლდათ ფინალური ბლოკის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა, რომელიც პირველსავე წამებიდან სწრაფ რიტმში დაიწყო. როცა ბექაურმა ვაზარი მოიპოვა, ტრიპელი მიხვდა, რომ ბრძოლის შემოტრიალება რთული იქნებოდა. მას მცდელობა არ დაუკლია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა შეძლო, შორს დაეჭირა გერმანელის შეტევები და საბოლოოდ, 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადას ახალი ჩემპიონი ჰყავს – ახალი სახელი მსოფლიოს მწვერვალზე“.
IJF-ს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ახალი ჩემპიონის სიტყვებიც მოჰყავს – „მე ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია“.