ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მესამე შედეგი აჩვენა
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მესამე შედეგი აჩვენა

ძიუდოს სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ოქროს მედალი ჩეხმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუკაშ კრპალეკმა მოიპოვა.

კრპალეკმა მასპინძელთა ქვეყნის წარმომადგენელს, ჰარასავას დამქანცველ ბრძოლაში სძლია. შეხვედრა რვა წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩეხმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქეს სამი შიდოს ხარჯზე მოუგო. ლუკაშ კრპალეკმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად დაისაკუთრა.

მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა ქართველმა არბიტრმა ვლადიმერ ნუცუბიძემ იმსაჯა.

საქართველოს ნაკრები ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

ხვალ ტოკიოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება.