ძიუდოისტების ახალი რეიტინგის პირველ ათეულში ხუთი ქართველი სპორტსმენია
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ სპორტსმენების განაახლებულ რეიტინგში, ყველა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრების ხუთი ძიუდოისტი ფიგურირებს.
პირველობას არავის უთმობს ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც 7908 ქულა აქვს, ხოლო მეორე ადგილზეა გურამ თუშიშვილი, 7752 ქულით.
ათეულში ასევე ორი წარმოშობით ქართველი სპორტსმენია, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან.
ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, 7162 ქულით, მესამეა, ხოლო რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე – მეხუთეზე (6106).
ვაჟა მარგველაშვილი, 6046 ქულით, მეექვსე ადგილზეა, ამირან პაპინაშვილი – მეცხრეზე (5848), ხოლო ლაშა შავდათუაშვილი – მეათეზე (5791).