ძიუდოისტ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი 2001-2004 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად ტურნირზე 64 გოგონა ჭიდაობდა.
-40 კგ.
1. ეკატერინე რაზმაძე (კასპი), 2. ლალი ხოსიტაშვილი (საგარეჯო), 3. ნინო ფოთელიძე (აჭარა), თამთა სუხიაშვილი (საგარეჯო)
-44 კგ.
1. ლოლიტა გაბუნია (ქუთაისი), 2. ნინო წერეთელი (თბილისი), 3. ნინო გუგეშაშვილი (თბილისი), მარი ფოცხვერაშვილი (ასპინძა)
-48 კგ.
1. მარიამ ლაფაჩიშვილი (საგარეჯო), 2. ნინო ლოლაძე (საგარეჯო), 3. ელენე წიკლაური (მცხეთა), მარიამ ადუაშვილი (გორი)
-52 კგ.
1. მარიამ მაზანაშვილი (გორი), 2. ანა უთურგაშვილი (თბილისი), 3. ანა კალაძე (თბილისი), მანჩო მალაციძე (საგარეჯო)
-57 კგ.
1. მარიამ გულედანი (თბილისი), 2. მარიამ კოხტაშვილი (საგარეჯო), 3. მარიამ ბურძენაძე (გორი), მარიამ გურგულიანი (მესტია)
-63 კგ.
1. ინდირა სილაგაძე (ქუთაისი), 2. თამუნა დოლიძე (აჭარა), 3. მარიამ მიქაძე (საგარეჯო), ნინო გულბანი (საგარეჯო)
-70 კგ.
1. მარიამ თეთრაძე (აბაშა) , 2. ლიზი ოქრიაშვილი (თბილისი), 3. სალომე ოთარაშვილი (მარნეული), ანა ბერიძე (ასპინძა)
+70 კგ.
1. სალომე მაყიშვილი (თბილისი), 2. ნინო ჩარექოვი (ბორჯომი), 3. გვანცა სომხიშვილი (თბილისი), ნინი ფანჩულიძე (თბილისი).
12 თებერვლიდან ძიუდოისტ გოგონათა ნაკრები შეკრებას გორში დაიწყებს, სადაც პირველი ნაკრების წევრებს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალისტები დაემატებიან. მარტის დასაწყისში კი ორი ტურნირი ელით. პირველი ნაკრები 4-5 მარტს ვარშავაში გასამართ ევროპის თასზე გამოვა, ხოლო ჭაბუკები ანტალიის ტურნირზე იასპარეზებენ.