ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს სტარტს აიღებს ძიუდოში გრანპრის ტურნირი. შეჯიბრებაზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ლუკა მოდებაძე (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) იბრძოლებენ.
მოდებაძე პირველ წრეში ბრაზილიელ მიკელ აუგუსტოს შეხვდება, თენქო ზირაქაშვილი კი პოლონელ კშიშტოფ კლიმკიევიჩს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუკა მოდებაძე (60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (66 კგ), ბაჩანა ბოლქვაძე (73 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), აკაკი ჯაფარიძე (90 კგ), უჩა ტაბატაძე (+100 კგ).
2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.