ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე ბოლქვაძე ნახევარფინალში იჭიდავებს, კაპანაძე ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე ბოლქვაძე ნახევარფინალში იჭიდავებს, კაპანაძე ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს ბაჩანა ბოლქვაძე (73 კგ) ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა მეოთხედფინალში რუმინელი ბაჩაევი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად იტალიელ ესპოზიტოს დაუპირისპირდება.

მეორე ქართველი კოტე კაპანაძე (81 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ,რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.