ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს ბაჩანა ბოლქვაძე (73 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველმა ნახევარფინალში იტალიელ ესპოზიტოსთან გაფრთხილებებით წააგო და მესამე ადგილისთვის ხორვატ კლაჩარს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება. გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.