ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს სტარტი აიღო ძიუდოში გრანპრის ტურნირმა. შეჯიბრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა (66კგ), რომელმაც პოლონელი კშიშტოფ კლიმკიევიჩი იპონით დაამარცხა.
გრანპრიზე პირველ წრეში წარმატებულად იასპარეზა ლუკა მოდებაძემაც (60 კგ). ორივე ქართველი მერვედფინალში გადავიდა.
შეჯიბრზე 13-15 სექტემბერს შვიდი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.