ძიუდო | ვეტერანთა მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ვეტერანთა მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ცხრა მედალია – სამი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები გივი ნადარეიშვილი, ლაშა ტაველური და დევიკო გობეჯიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს პაატა მერებაშვილი, ლაშა მიქაბერიძე და გიგლა ალიბეგაშვილი დაეუფლნენ, ბრინაჯოს კი ავთანდილ ბოგვერაძე, დავიდ უძილაური და გიგლა წიფიანი.

ვეტერანთა მსოფლიო პირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს სამი წარმომდგენელი გვეყოლება: M4 -100კგ ბუხუტი ნიკურაძე, M5 -100კგ ჯამბულ მჭედლიშვილი, +100კგ ალექსი დავითაშვილი.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.