აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, შეჯიბრების მეორე დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა – მიხეილ ბახბახაშვილი (ორივე 73), ლუკა კაპანაძე (ორივე 73), კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი (ორივე 81), რეგინა უთნელიშვილი (63), ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია (ორივე 70). ტურნირზე ყველა მათგანი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა. 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.