ძიუდო | თუშიშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ორი წევრი გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ. მათ შეჯიბრებაზე თითო გამარჯვება მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იასპარეზებენ ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი და სოფიო სომხიშვილი.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.