ძიუდო | თენგო ზირაქაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი – ჯულიეტა როდონაია (-48კგ), მარიამ ფოცხვერაშვილი (-48კგ), ნინო ლოლაძე (-57კგ) და თომა გელაშვილი (-60კგ) ასპარეზობდნენ, მაგრამ ვერცერთი მათგანი ფინალურ ბლოკში ვერ გადავიდა.
რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა გელაშვილს, მაგრამ იგი სომეხ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩენპიონატზე:
-60 თომა გელაშვილი
-66 თენგო ზირაქაშვილი
-73 კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი
-81 ლუკა ბაბუციძე
-100 მიხეილ ჯაფარიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
+100 შალვა გურეშიძე, უჩა ტაბატაძე
-48 ჯულიეტა როდონაია, მარიამ ფოცხვერაშვილი
-57 ნინო ლოლაძე
-63 ეთერ ასკილაშვილი
+78 ნინო პაპიძე