ძიუდო | თენგიზ ზირაქაშვილმა ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | თენგიზ ზირაქაშვილმა ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

დღეს გრანპრიზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლუკა მოდებაძე (60 კგ) რეპეშაჟში უკრაინელ ლესიუკთან დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ,რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.