ძიუდო | ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT​
ძიუდო | ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT​

ძიუდოს ფრანგი ლეგენდა, ორგზის ოლიმპიური და ათგზის მსოფლიოს ჩემპიონი ტედი რინერი, 6-13 ოქტომბერს ტაშკენტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

მიზეზად ტრავმა სახელდება, რომელიც ფრანგმა შეკრებაზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო პირველობისთვის ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.