ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე მაყურებელი დაიშვება
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე მაყურებელი დაიშვება

26-28 მარტს თბილისში გასამართ გრან სლემზე საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციების მიხედვით შესაძლებელი ხდება გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობის დაშვება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას პანდემიის გამო შეჯიბრებების ჩატარების საკუთარი წესები აქვს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციასთან ქართული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებას, თუ რა რეგულაციებით დაიშვება გულშემატკივარი დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრის სტატუსი რამდენიმე თვის წინ შეეცვალა და გრანდ სლემად გადაკეთდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის:

-60 კგ.

თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი.

-66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ბექა წიფიანი.

-73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჭიანი.

-81 კგ.

ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაიძე.

-90 კგ.

ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ქურდიანი.

-100 კგ.

ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნიაზ დიასამიძე.

+100 კგ.

გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, საბა ინანეიშვილი.

-48 კგ.

ნატალია ყიფშიძე.

-52 კგ.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი.

-57 კგ.

ეთერ ლიპარტელიანი.

-63 კგ.

ინდირა სილაგაძე.

-70 კგ.

მარიამ ჭანტურია.

+78 კგ.

სოფიო სომხიშვილი.