3-5 მარტს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრანდ სლემზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან თავდაპირველად ტურნირზე 11 სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ ისრაელის გრანდ სლემის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) შეჯიბრებაზე ტრავმის გამო ვერ იჭიდავებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, განაცხადში აღარ ფიგურირებს ბაგრატ ნინიაშვილიც (66).
კაცთა ნაკრები 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიას გამოტოვებს, ხოლო 60 და 100 კგ-ში 2-2 წარმომადგენელი ეყოლება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან დარბაისელი 81 კგ – ლევან გუგავა; 90 კგ – უშანგი მარგიანი; 100 კგ – ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი; +100 კგ – გელა ზაალიშვილი; 57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი; +78 კგ – სოფიო სომხიშვილი.
ამ დროისთვის ტაშკენტის გრანდ სლემზე მსოფლიოს 51 ქვეყნის 372 სპორტსმენია რეგისტრირებული, მათგან 196 კაცია, ხოლო 176 – ქალი.