ძიუდო | სულამანიძემ იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალშია, თუშიშვილი რეპეშაჟში იჭიდავებს #1TVSPORT

15:46, 30.08.2026

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ნახევარფინალში გავიდა – ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში იაპონელ ხამადას სძლია და ფინალში გადასასვლელად ბაჰრეინის წარმომადგენელს, საიდ სადრუდინოვს დაუპირისპირდება.

გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მეოთხედფინალურ სტადიაზე რუსეთის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევთნ დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან განაგრძობს.

მსგავსი