ძიუდო | შოთა ბაჩოშვილმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი ტუგულდურ ჩოიჯილჯავი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მერაბ სამადაშვილი (55 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მირკჰალიგ ისკანდაროვი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ფინალში ყაზახ ნურლან ისატაევს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე:
-50კგ – შოთა ბაჩოშვილი
-55კგ – მერაბ სამადაშვილი
-66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე
-73კგ – ცოტნე ბახტაძე
-81კგ – გიორგი ბენდელიანი
-90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი
-48კგ – თამარ გიგოლაევი
-52კგ – თამარ სუხიაშვილი
-63კგ – ნონა დოლიაშვილი
-70კგ – ლიზი ქვარცხავა