ძიუდო | სარდალაშვილმა რეპეჟაშში ულმაზესი გდებით გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირზე საქართველოს გუნდი 12 სპორტსმენით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრების 19 წლის წევრს, გიორგი სარდალაშვილს წარმატებული დებიუტი აქვს და ტურნირზე ბრინაჯოს მედლისთვის იბრძოლებს.
ახალგაზრდა ქართველმა რეპეჟაშში ულმაზესი გდებით ყაზახი სერიკბაიევი დაამარცხა და ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება.
მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.