ძიუდო | საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართა. ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდი 4:3 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

90 კგ აკაკი ჯაფარიძე

+70 კგ ნინო პაპიძე

+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი

57 კგ ნინო ლოლაძე

73 კგ გიორგი ლოლაძე

70 კგ ეთერ ასკილაშვილი

შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები ხუთი მედლით (სამი ოქრო,ერთი ვერცხლი,ერთი ბრინჯაო) მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.