ძიუდო | სამადაშვილი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ბაჩოშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მერაბ სამადაშვილი (55კგ) ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მირკჰალიგ ისკანდაროვი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ყაზახ ნურლან ისატაევს დაუპირისპირდება. ასევე ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ტურნირზე დღეს გამომსვლელ მეორე ქართველს – შოთა ბაჩოშვილს (50კგ). იგი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
-50კგ – შოთა ბაჩოშვილი;
-55კგ – მერაბ სამადაშვილი;
-66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე;
-73კგ – ცოტნე ბახტაძე:
-81კგ – გიორგი ბენდელიანი;
-90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე;
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი;
-48კგ – თამარ გიგოლაევი;
-52კგ – თამარ სუხიაშვილი;
-63კგ – ნონა დოლიაშვილი;
-70კგ – ლიზი ქვარცხავა.