შაბათ-კვირას, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, მიმდინარე წლის რიგით მესამე გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართელოს ნაკრების რვა ძიუდოისტია დარეგისტრირებული. ირაკლი ცირეკიძეს წარმომადგენელი შვიდიდან, ექვს წონით კატეგორიაში ეყოლება. ორ-ორი სპორტსმენი დაიცავს საქართელოს ღირსებას -81; -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, – 90 კილოგრამში კი ქართველი ძიუდოისტები არ იასპარეზებენ.
რაც შეეხება შემადგენლობას: – 60 კილოგრამში დიდ სლემებზე თავისი მესამე ოქროს მედლის მოპოვებას ამირან პაპინაშვილი შეეცდება, რომელსაც 2013 წელს მოსკოვის, ხოლო 2015 წელს აბუ დაბის დიდი მუზარედები აქვს მოგებული, სულ კი ამ რანგის ტურნირებზე უკვე 10 მედალი დაუგროვდა.
-73 კილოგრამში შანსი საქართველოს ჩემპიონატის სამგზის პრიოზორს და მათ შორის უკანასკნელის ფინალისტ – ზვიად კაპანაძეს ეძლევა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი – თამაზ კირაკოზაშვილი და ამავე ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი – ზებადა რეხვიაშვილი იასპარეზებენ -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ორიოდე კვირის წინ, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობაზე გაჩემპიონებული – ონისე სანებლიძე და ამავე ტურნირის ბრინჯაოსმედალოსანი დავით ოზბეთელაშვილი დაიცავენ საქართველოს ღირსებას – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ორივე მათგანი საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ორი ქართველი იასპარეზებს მძიმე წონაშიც. 2017 წლის მსოფლიოს ერთერთ გამორჩეულ ძუდოისტთან – გურამ თუშიშვილთან ერთად, ამ წონაში მედლებისთის ასევე ობერვარტის ტურნირის გამარჯვებული – ონისე ბუღაძეც იბრძლებს. შეგახსენებთ რომ ბუღაძე, გასული წლის დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა სადაც ლევან მატიაშვილთან დამარცხდა.
ამ დროისთვის ეკატერინბურგის გრანდ სლემზე 34 ქვეყნის 264 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, თუმცა სიაა საბოლოო არ არის და როგორც რაოდენობაში ასევე შემადგენლობაში ცვლილებები პარასკევამდეა შესაძლებელი. სწორედ პარასკევს – 16 მარტს გაიმართება კენჭისყრაც, რაც შეეხება ასპარეზობას – 17 მარტს მედლებს ვჟთა შორის -60; -66 და – 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გაითამაშებენ. დარჩენილი წონების ჩემპიონ პრიზიორები კი, კვირას – 18 მარტს გამოვლინდებიან.