ძიუდო | ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებენ #1TVSPORT
ძიუდო | ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებენ #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს, ძიუდოისტთა შეჯიბრი კი 27 ივლისს დაიწყება და სამ აგვისტოს დასრულდება. მოახლოებულ ოლიმპიადაზე რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებს.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი თბილისშია დაბადებული, იგი 14 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს. შერაზადიშვილი ესპანური ძიუდოს ისტორიაში პირველია, ვინც ამ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა – ამის გაკეთება ქართველმა ორჯერ, 2018 და 2021 წლებში მოახერხა.

გორელი ნუგზარ ტატალაშვილი საქართველოს ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა. 2022 წლიდან კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის და მოახლოებულ ოლიმპიადაზეც მათი სახელით იჭიდავებს. ტატალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად 2012 წელს საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

ნუგზარ ტატალაშვილი

უშანგი კოკაურიც საქართველოში დაბადებული ძიუდოისტია, იგი პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის სახელით გამოვა. უშანგიმ 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აზერბაიჯანის სახელით იჭიდავა.

თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლუკა პარიზშიც საფრანგეთის სახელით შეეცდება მედლის მოპოვებას.

თელაველი ტრისტან მოსახლიშვილი 2020 წლამდე საქართველოში ჭიდაობდა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი, ნიკოლოზ შერაზადიშვილის მსგავსად, ისიც ესპანეთის სახელით იჭიდავებს.

ვანო რევაზიშვილის მამა, გიორგი რევაზიშვილიც ცნობილი ძიუდოისტია. ვანო 2016 წლამდე შეჯიბრებებზე საბერძნეთის სახელით გამოდიოდა, 2018 წლიდან კი თურქეთში გადავიდა და ვედატ ალბაირაქის სახელით ასპარეზობს. იგი პარიზში მედლის მოპოვებას თურქეთის სახელით შეეცდება.