ძიუდო | პირველი დღე აბუ დაბიში ჩვენმა სპორტსმენებმა უმედლოდ დაასრულეს #1TVSPORT
აბუ-დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემის ტურნირმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ნიკა ხუზაურაშვილი, ლუკა მოდებაძე (ორივე 60კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გამოვიდენენ.
სამივე სპორტსმენი შეჯიბრების ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. ხვალ, 12 ოქტომბერს აბუ დაბიში ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.
მედლებისთვის გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81 კგ) იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედლის მოპოვება შეძლო – ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, მესამე ადგილი კი გიორგი ჯაბნიაშვილმა დაიკავა.