ძიუდო | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი იასპარეზებენ #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) გამოვლენ.
გრიგალაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ავსტრიის წარმომადგენელ ვაჰიდ ბორჩაშვილთან იჭიდავებს.
დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი შეჯიბრებაზე პირველ დაპირისპირებას სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან გამართავს.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება. შეგახენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.