ძიუდო | ნოზაძემ ბუდაპეშტის მასტერსი მოგებით დაიწყო, სარდალაშვილი დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ნოზაძემ ბუდაპეშტის მასტერსი მოგებით დაიწყო, სარდალაშვილი დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო მასტერსის ტურნირმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, მედლებისთვის ბრძოლას კი ორი მათგანი აგრძელებს.

შეჯიბრების პირველ წრეში თემურ ნოზაძემ (60კგ) ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში უკრაინელ ლესიუკს შეხვდება. ამავე წონაში ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი ტურნირის პირველ დაპირისპირებაში სამხრეთკორეელ ძიუდოისტთან, ვონ ჯინ კიმთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი მეორე შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს. დღეს გამომსვლელი მეოთხე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი (60კგ) მასტერსს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშა.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.