ძიუდო | ნოზაძე და ლიპარტელიანი ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძოუდოში თემურ ნოზაძე (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ნოზაძემ მეოთხედფინალში ყაზახი სიუკანოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს შეხვდება.
შეჯიბრებაზე დღეს კიდევ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა და ოთხივე დამარცხდა – ამირან დარბაისელი ( 60კგ), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე 66კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ).
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.