ძიუდო | მუმლაძემ კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე – ვერცხლის, გამეზარდაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავიდა, რომელთაგანაც გიორგი მუმლაძემ (81 კგ) – ვერცხლის, ვასილ გამეზარდაშვილმა (73კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა 16 წლის ნანა გულბიანსაც (63 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელ ძიუდოისტთან დამარცხდა.
ხვალ, 30 აგვისტოს მსოფლიო პორველობაზე ინდივიდუალური ასპრეზობების ბოლო საშეჯიბრო დღეა, სადაც მედლების მოსაპოვებლად შვიდი ქართველი იბრძოლებს (4 გოგონა და 3 ვაჟი).