ძიუდო | მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ფინალში გასასვლელად ესპანელი გაეტარო მარტინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის თურქ მუჰამედ დემირელს დაუპირისპირდება.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). მან ნახევარფინალური შეხვედრა უკრაინელ დარია ბილოდიდთან დათმო.
ევროპის ჩემპიონატის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.