ძიუდო | ლუკა მაისურაძე დღეს რომის ღია პირველობაზე იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ლუკა მაისურაძე დღეს რომის ღია პირველობაზე იჭიდავებს #1TVSPORT

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოს უბრუნდება. იგი დღეს რომის ღია პირველობაზე იასპარეზებს.

ლუკა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრად არის განთესილი და მეორე ეტაპზე იტალიელ კენი კომი ბედელსა და უკრაინელ სტანისლავ გუნჩენკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამავე წონაში დღეს კიდევ ორი ქართველი იჭიდავებს. მიხეილ კუპრაშვილი ისრაელის წარმომადგენელს, იაჰელი ლავის დაუპირისპირდება, ხოლო თორნიკე ფოლადიშვილის მეტოქე იტალიელი ტომასო ფავა იქნება.

ორი ქართველი გამოვა 81 კგ-შიც. ვლადიმერ ახალკაცი იტალიელ ლორენცო პაროდის დაუპირისპირდება, ხოლო ირაკლი ბეროშვილი იტალიელ ნიკოლა ჩიარისა და ისრაელის წარმომადგენელს, ორი პოლაკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რომის ღია პირველობაზე 10 ნოემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება.