ძიუდო | ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა, ჯავახიშვილი ვაზარით ჩამორჩა, თუმცა საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გადამწყვეტი გდება შეასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ალექსანდრე ლოლაძე (81კგ) და თამაზ კობერიძეც (90კგ) ასპარეზობდნენ, ორივე მათგანი ტურნირზე მედლის გარეშე დარჩა.