ძიუდო | ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის მასტერსზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის მასტერსზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო მასტერსის ტურნირმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან პირველი შეხვედრა მოიგო ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ნიდერლანდელი კორნელისეა ორი ვაზარით დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

შეჯიბრებაზე ასპარეზობა უკვე დაასრულა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც პირველ წრეში უცნობ ტაჯიკ ნურალი ემომალისთან რამდენიმე წამში იპონით წააგო.

მასტერსზე რამდენიმე წუთში 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს, ვონ ჯინ კიმს შეხვდება, ამავე წონაში თემურ ნოზაძის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.