ძიუდო | კოტე კაპანაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | კოტე კაპანაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კოტე კაპანაძე (81კგ) ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ომარ რაჯაბლი ულამაზესი გდებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ჩეხ ან იტალიელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც.

კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი, აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.  ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მიიღეს. გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლს ნინო ლოლაძე (57კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – თენგო ზირაქაშვილი (66კგ).