ძიუდო | კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ფინალურ ბლოკში იჭიდავებს #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტატამზე შვიდი ქართველი სპორტსმენი გავიდა, რომელთაგანაც იოანე აბალაკი (+90კგ) ფინალში იჭიდავებს, ქეთი რობაქიძე (70 კგ), გიორგი ზურაბაშვილი (90 კგ) და გიორგი ქარჩაიძე (+90 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.