ძიუდო | კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე იოანე აბალაკი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, სამმა ქართველმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტატამზე შვიდი ქართველი სპორტსმენი გავიდა, რომელთაგანაც იოანე აბალაკი (+90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალში მან იაპონელი ტოკიტა დაამარცხა.
ტურნირზე სამმა ქართველმა, ქეთი რობაქიძემ (70 კგ), გიორგი ზურაბაშვილმა (90 კგ) და გიორგი ქარჩაიძემ (+90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კადეტთა შორის მსოფლიოს პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ხვალ, 31 აგვისტოს ტურნირზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება.