ძიუდო | ჯაბნიაშვილმა და თუშიშვილმა ლინცის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში დასრულებული გრანპრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამოცდილ უნგრელ ძიუდოისტს, კრისტიან ტოტს მოუგო, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ფინალურ ბლოკში ისრაელის წარმომადგენელს, შმაშილინს სძლია.
დღეს გრანპრიზე გამომსვლელი სამი ქართველი – სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიულ ტურნირზე რვა ძიუდოისტით იასპარეზა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის გრანპრიზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.