ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი 23-წლამდელთა ევროპის პირველობის ნახევარფინალშია, მედლებისთვის კიდევ ოთხი ქართველი იბრძვის #1TVSPORT
ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი 23-წლამდელთა ევროპის პირველობის ნახევარფინალშია, მედლებისთვის კიდევ ოთხი ქართველი იბრძვის #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს.

ტურნირის მეოთხედფინალში არიან გასულები აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), კოტე კაპანაძე (81კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100კგ).

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მიიღეს. გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლს ნინო ლოლაძე (57კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – თენგო ზირაქაშვილი (66კგ).