მაროკოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის დღეს საქართველომ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.
100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში იაპონელ კაზუნარი კამინაგისთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამრიგად, საქართველოს ანგარიშზე სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა.