ძიუდო | ილია სულამანიძე ლოზანის გრანდ სლემის მერვედფინალშია #1TVSPORT

13:56, 30.08.2026

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ილია სულამანიძემ (100 კგ), რომელმაც ნიდერლანდების წარმომადგენელი მიხაელ კორელი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უზბეკი ტურკინბეკ ტურდიევი იქნება.

მერვედფინალში იჭიდავებენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ). თუშიშვილის მეტოქე აშშ-ის ნაკრების წევრი ალექს სემენენკოა, ხოლო სომხიშვილი ვენესუელის წარმომადგენელ კარენ ლეონს შეხვდება.

აკაკი ჯაფარიძე და ლუკა ჯავახიშვილი (ორივე – 90 კგ) ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

მსგავსი