ძიუდო | ილია სულამანიძე ლოზანის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT

16:23, 30.08.2026

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ საიდ სადრუდინოვს მოუგო და ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იქნება.

გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ​რეპეშაჟში უკრაინელი იაკივ ხამო დაამარცხა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრს, მაგომედომარ მაგომედომაროვს შეხვდება.

მსგავსი