ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია #1TVSPORT
ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ. ტურნირზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა ილია სულამანიძემ (100კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია.

რამდენიმე წუთში ფინალურ ბლოკში ვიხილავთ კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს. ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, ხოლო გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

თუშიშვილი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევს შეხვდება. ზაალიშვილის მეტოქე კი ბაშაევი იქნება.

დღეს ოთხი ქართველი – სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე მხოლოდ ერთი მედალი იყო, 22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.