ძიუდო I საქართველოს შერეული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიასთან დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს #1TVSPORT
ძიუდო I საქართველოს შერეული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიასთან დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეული გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე იაპონიასთან 1:4 წააგო.

მეოთხედფინალამდე ჩვენმა ნაკრებმა მონღოლეთისა და ბრაზილიის ძლიერ გუნდებთან გაიმარჯვა. იაპონიასთან დაპირისპირებაში თავისი შეხვედრა მოიგო გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ხოლო კოტე კაპანაძე (73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) დამარცხდნენ.

საქართველოს შერეული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ფინალურ ბლოკში გადასასვლელად ქართველებმა რეპეშაჟში უზბეკები უნდა დაამარცხონ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დასრულებულ ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.