ძიუდო I საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის თასზე შვიდი მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში გამართულ ევროპის თასზე შვიდი მედალი მოიპოვა.
ქართული დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ზაალიშვილი (90 კგ) გახდა. ვერცხლის მედლები მათე გველესიანმა (66 კგ) და ცოტნე ბახტაძემ (73 კგ) აიღეს.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი გივიშვილმა (66 კგ), თორნიკე ვახტანგაძემ (73 კგ), გიორგი ბენდელიანმა (81 კგ) და რომან პაპიაშვილმა (81 კგ).