ძიუდო I ქართველმა ვეტერანებმა კონტინენტის პირველობის მეორე დღეს ექვსი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ძიუდო I ქართველმა ვეტერანებმა კონტინენტის პირველობის მეორე დღეს ექვსი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის მეორე დღე დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქრო – გიორგი მოდებაძე (-100კგ, M3), ალექსი დავითაშვილი (+100კგ, M4);
ვერცხლი – ბადრი ბასოშვილი (-60კგ, М4);
ბრინჯაო – დავით უძილაური (-81კგ, M3),  დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3), ირაკლი ახრახაძე (+100კგ, M3).