ძიუდო I მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგება - ლუკა მაისურაძე ლაშა ბექაურს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართულ ფინალს ვიხილავთ. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან.

ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო გაშვებული ვაზარის შემდეგ ორი ვაზარით დაამარცხა, მაისურძემ კი იტალიელ კრისტიან პარლატის დამაჯერებლად, ვაზარით მოუგო. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.